Aa
Aa

მოურინიომ ჟოაო ფელიშის შესახებ ისაუბრა

56 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ, რომელიც ამჟამად Sky Sports-ზე საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, ჟოაო ფელიშის შესახებ ისაუბრა. „განსაკუთრებულმა“ აქცენტი იმ წნეხზე გააკეთა, რომელიც „ატლეტიკოში“ გადასვლას ახლდა თან და აღნიშნა.

„ფელიშს რთულ გამოწვევებთან მოუწევს გამკლავება, რადგან იგი უნიჭიერესი ფეხბურთელია და ატლეტიკომ მის სანაცვლოდ დიდი თანხა გადაიხადა. დარწმუნებული ვარ ჟოაო პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. მნიშვნელობა არ აქვს 18 წლისაა, 20-ის თუ 25-ის. მთავარი მისი ტალანტი და პასუხისმგებლობაა, რომელიც მას აკისრია“.

„ფელიში უნიჭიერესი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია საუკეთესო გახდეს“.

„ატლეტიკომ“ პორტუგალიელი ახალგაზრდას სანაცვლოდ „ბენფიკას“ 117 მილიონი ფუნტი გადაუხადა. ფელიშმა წინასასეზონო მატჩებში მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და „როხიბლანკოს“ გულშემატკივრებს ერთი სული აქვთ ოფიციალურ შეხვედრებში მის თამაშს როდის იხილავენ.

დიეგო სიმეონეს გუნდი ახალ სეზონს 19 აგვისტოს გახსნის და „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ „ხეტაფეს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები