Aa
Aa

კავანი MLS-ში?

ურუგვაელმა ფორვარდმა ედისონ კავანიმ კარიერა შესაძლოა MLS-ში გააგრძელოს. ურუგვაელი ჟურნალისტის, ალვარო ისკუერდოს ცნობით კავანის პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ივნისში ეწურება და შესაძლოა ‘‘ინტერ მაიამის’’ შემადგენლობაში ჩაირიცხოს.

კავანი, რომელიც პსჟ-ს ღირსებას 2013 წლიდან იცავს, 14 თებერვალს 33 წლის ხდება. ასაკიდან გამომდინარე საფრანგეთის ყველაზე მდიდარმა კლუბმა შესაძლოა კავანის ახალი კონტრაქტი არ შესთავაზოს.

შეგახსენებთ, ‘‘ინტერ მაიამი’’ ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელის, დევიდ ბექემის საკუთრებაშია. კლუბი 2018 წლის 28 იანვარს დაარსდა და MLS-ში პირველ სეზონს 2020 წელს ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები