Aa
Aa

მბაპე: "ნეიმარის გარეშე პსჟ სხვა გუნდია"

„პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა ერთის პირველი ტურის შეხვედრა გამართა და „ნიმი“ 3-0 გაანადგურა. ტომას ტუხელის გუნდმა ნეიმარის გარეშე იასპარეზა. 27 წლის ფეხბურთელს დიდი ხანია კლუბის დატოვება სურს, მაგრამ ოცნება ვერა და ვერ აისრულა.

„ნიმთან“ მატჩის შემდეგ ბრაზილიელი სუპერვარსკლავის შესახებ ჟურნალისტებმა კომენტარის გაკეთება კილიან მბაპეს სთხოვეს. ფრანგს ჰკითხეს შეძლებდა თუ არა „პარი სენ-ჟერმენი“ ამ სეზონში პროგრესის მიღწევას, რაზეც 20 წლის შემტევმა განაცხადა: „ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ჩვენ ცდას არ დავაკლებთ, მაგრამ ვერ მოგატყუებთ და დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. აუცილებელია ვნახოთ ნეიმართან დაკავშირებით რა მოხდება. ნეიმარის გარეშე პსჟ სხვა გუნდია. თუმცა გულშემატკივრებისთვის ყველა შემთხვევაში უნდა ვცადოთ“.

„ნეის“ შესახებ მისმა თანამემამულემ, მარკინიოსმაც ისაუბრა. ეს უკანასკნელი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკას გაემიჯნა და განაცხადა, რომ პსჟ-ს მმართველ საბჭოს მშვენივრად მოეხსენება წარმოქმნილი პრობლემები როგორ უნდა გადაჭრას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები