მანოლასმა სუარესს
Aa
Aa

მანოლასმა სუარესს "რომას" ქამბექი გაახსენა

2017-18 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში კატალონიის "ბარსელონა" სტუმრად "რომასთან" 3-0 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

"ბლაუგრანას" ქომაგებმა და ფეხბურთელებმა "ჯალოროსისთან" წაგება რთულად გადაიტანეს. "ნაპოლის" მცველმა, კოსტას მანოლასმა კი, რომელმაც იმ შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი შეაგდო, "ბარსას" ერთ-ერთ ლიდერს, ლუის სუარესს "რომას" დაუჯერებელი ქამბექი გაახსენა.

"ბარსელონასა" და "ნაპოლის" შორის გამართული დაპირისპირების ერთ-ერთ მომენტში მანოლასსა და სუარესს შორის შეკამათება მოხდა, რა დროსაც ბერძენმა ურუგვაელს სამი თითი უჩვენა და ამ ჟესტით აქცენტი "ჯალორისის" მიერ 3-0-ით მოგებულ მატჩზე გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ გამთენიისას "ბარსელონამ" იტალიური გუნდი მეორედ დაამარცხა. "ბლაუგრანამ" შესანიშნავად იასპარეზა და მეტოქეს 4-0 სძლია.

ურუგვაელმა თავდამსხმელმა დუბლი გაიფორმა. ანტუან გრიზმანმა კატალონიური გრანდის მაისურით სადებიუტო გოლი შეაგდო. ერთი ბურთი კი უსმან დემბელეს ანგარიშზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები