აზარი:
Aa
Aa

აზარი: "ახლა სამოთხეში ვარ"

მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა, ედენ აზარმა "სამეფო კლუბისა" და მისი თავკაცის, ზინედინ ზიდანის შესახებ ისაუბრა. ბელგიელი ფეხბურთელი "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ჩელსიდან" გადავიდა და ოცნება აისრულა.

აზარი და კომპანია "ლა ლიგის" ტიტულისთვის ბრძოლას "სელტასთან" მატჩით იწყებს და ედენი შეხვედრას მოუთმენლად ელის.

"ბავშვობაში ჩემი ოცნება რეალის მაისურის მორგება იყო. როცა სამეფო კლუბი კარზე გიკაკუნებს, ერთადერთი რამ უნდა გააკეთო - კარი უნდა გააღო".

"ჩელსიში დაუვიწყარი წლები გავატარე, მაგრამ ახლა სამოთხეში ვარ. ბავშვობაში ჩემი ერთ-ერთი კუმირი ზინედინ ზიდანი იყო. "ზიზუს" პოსტერი ოთახში მქონდა გაკრული და ახლა მასთან მუშაობის შანსი მომეცა".

ინტერვიუს დასკვნით ნაწილში აზარი ლუკაკუს ტრანსფერს შეეხო: "რომელუ ფანტასტიკური თავდამსხმელია. ფორვარდი, რომელსაც სხვადასხვა გარემოსთან ადაპტაციის უნარი აქვს. იგი ინტერში ბევრ გოლს გაიტანს, მაგრამ სხვა თვისებებითაც გამოირჩევა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები