Aa
Aa

კესი "ვულვზს" უახლოვდება

იტალიური პრესის ინფორმაციით „ვულვზი“ და „მილანი“ ფრანკ კესის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. ბრიტანულმა კლუბმა „როსონერის“ 25 მილიონი ევრო შესთავაზა, რომელიც ბონუსების შემდეგ 28 მილიონამდე გაიზრდება. „შავ-წითლებმა“ „ვულვზის“ წინადადებაზე თანხმობა განაცხადეს, მაგრამ ფეხბურთელი უარზეა.

იტალიური პრესის ცნობით კესის ყოველწლიურად 4 მილიონი ევროს მიღება სურს, „მგლები“ კი 2.8 მილიონს ჰპირდებიან. პრემიერ ლიგის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათია დარჩენილი და „ვულვზს“ ფეხბურთელის დაყოლიება გაუჭირდება, თუმცა ბრიტანელები მიზნის მისაღწევად მაქსიმუმს გააკეთებენ.

კესი 22 წლისაა და კოტ-დივუარის ეროვნულ გუნდში 27 შეხვედრა აქვს ჩატარებული. გასულ სეზონში იგი „მილანის“ ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები