Aa
Aa

"მანჩესტერი" ლორენტეს უმიზნებს

„იუვენტუსისა“ და „ტოტენჰემის“ ყოფილი თავდამსხმელის, ფერნანდო ლორენტესთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა. Sky Sport Italia-ს ცნობით „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ყველას აჯობა და ესპანელი ცენტრფორვარდის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა.

„წითელ ეშმაკებსა“ და ლორენტეს წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია შესული და სულ მალე 34 წლის მოთამაშე საკუთარ მომავალს „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრებს დაუკავშირებს.

იტალიური ტაბლოიდის მიხედვით „მანჩესტერი“ ლორენტეს რომელუ ლუკაკუს შემცვლელად განიხილავს. თუ „იუნაიტედმა“ ესპანელი თავდამსხმელი გადაიბირა უდიდესი ალბათობით ლუკაკუს შეელევა.

ბელგიელი ცენტრფორვარდის საკუთარ რიგებში ხილვა ტურინის „იუვენტუსს“ სურს, თუმცა „ბიანკონერის“ კონკურენციას „ინტერი“ უწევს, რომელმაც ლუკაკუს შეძენა უკვე ორჯერ სცადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები