Aa
Aa

"დისი იუნაიტედის" გეგმა - რუნის იოზილი შეცვლის?

„დისი იუნაიტედი“ მესუთ იოზილის გადაბირებით დაინტერესდა. ვაშინგტონური გუნდის წარმომადგენლები უეინ რუნის შემცვლელს ეძებენ და ერთ-ერთ ვარიანტად „არსენალის“ ფლეიმეიქერს განიხილავენ.

ამერიკული პრესის თანახმად გერმანელი ფეხბურთელის აგენტი მომდევნო კვირაში „დისი იუნაიტედის“ მესვეურებს შეხვდება და დეტალებს განიხილავს.

„დისი იუნაიტედი“ ახალი სეზონისთვის ვარსკლავური სტატუსის მქონე ფეხბურთელს ეძებს. ვაშინგტონელები ლუსიანო აკოსტას შესანარჩუნებლად მაქსიმუმის გაკეთებას გეგმავენ და იოზილის გარდა, მარიო ბალოტელის გაფორმებაზე ფიქრობენ. როგორც მოგეხსენებათ ეს უკანასკნელი მოლაპარაკებებს „ფლამენგოსთან“ აწარმოებს და ამერიკელებს მისი დაყოლიება გაუჭირდებათ, თუმცა გამორიცხული არაფერია.

შეგახსენებთ, რომ იანვრიდან რუნი „დერბიში“ გააგრძელებს კარიერას. იოზილს კი დიდი ხანია „არსენალში“ აკრიტიკებენ და „ნისლიანი ალბიონის“ დატოვებას უწინასწარმეტყველებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები