ბასილაშვილმა კანადაში მოგებით დაიწყო
Aa
Aa

ბასილაშვილმა კანადაში მოგებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონრეალის მასტერსი გამარჯვებით დაიწყო.

ტურნირის  პირველ წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს 28-ე ჩოგანი დუშან ლაიოვიჩი ანგარიშით 3:6, 6:4, 6:4 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ჩოგბურთელი მეორე და მესამე სეტს 1:3-ს აგებდა.

ბასილაშვილი ლაიოვიჩს მეხუთედ შეხვდა და მეოთხედ სძლია.

მეორე წრეში ნიკოლოზი გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს შეხვდება, რომელმაც თავის შეხვედრაში ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას ანგარიშით 6:2, 6:2 მოუგო.

ტურნირის საპრიზო ფონდი 5 701 945 დოლარია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები