Aa
Aa
5 აგვისტო 2019  |  10:14

დიდა "სან სიროზე" დაბრუნდა

„მილანის“ ბრაზილიელი მეკარე, დიდა „სან სიროზე“ დაბრუნდა. 45 წლის კიპერი „როსონერის“ 17-წლამდელთა გუნდის გოლკიპერთა მწვრთნელის ფუნქციებს შეითავსებს.

„შავ-წითლებმა“ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც ვკითხულობთ: „მილანის ახალგაზრდური სექტორისთვის ახალი სეზონი უკვე დაწყებულია. პრიმავერა და 18-წლამდელები ტრენტინოში მდებარე საზაფხულო ბანაკში 10 აგვისტომდე ივარჯიშებენ“.

„როსონერის ახალგაზრდული სექტორის სამწვრთნელო შტაბს რამდენიმე ახალწვეული ჰყავს, რომელთაგან ერთ-ერთი განსაკუთრებულია. საუბარი ნელსონ დიდაზე გვაქვს. გოლკიპერზე, რომელიც მილანის კარს 2000-დან 2010 წლამდე იცავდა და როსონერის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. დიდა ძველ კლუბში 17-წლამდელთა გუნდის გოლკიპერთა მწვრთნელის სტატუსით დაბრუნდა“.

ბრაზილიელმა მეკარემ „მილანის“ მაისურით 302 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და კარის მშრალად შენახვა 132-ჯერ მოახერხა. დიდამ „შავ-წითლებთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო და ერთხელ „სკუდეტოს“ ტრიუმფატორიც გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები