Aa
Aa

რატომ გამოტოვა მაჰრეზმა "ლივერპულთან" ჯახი?

4 აგვისტოს „უემბლიზე“ „ქომუნითი შილდისთვის“ ბრძოლაში ერთმანეთს „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტი“ დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1-1 დასრულდა. თერთმეტმეტრიანების სერიაში კი უკეთ „ქალაქელებმა“ იასპარეზეს და პრესტიჟულ ჯილდოს დაეუფლნენ.

პეპ გუარდიოლას გუნდმა შეხვედრა რიად მაჰრეზის გარეშე ჩაატარა, რომელმაც „მერსისაიდელებთან“ ჯახი უცნაური მიზეზის გამო გამოტოვა.

The Sun-სთვის მიცემულ ინტერვიუში „ქალაქელთა“ თავკაცმა ალჟირელი გარემარბის არყოფნა ახსნა და განაცხადა: „რიადს თვალი აწუხებდა და რაღაც მედიკამენტი მიიღო. ექიმებმა არ იცოდნენ მედიკამენტი რა ნივთიერებებისგან შედგებოდა და მას ამიტომ არ უთამაშია. ჩვენ დოპინგის ტესტის ჩაგდებას ვერ გავრისკავდით“.

„იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მოგვარდება და შაბათს, „ვესტ ჰემის“ წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის მაჰრეზი სრულ მზადყოფნაში იქნება“.

„ქომუნითი შილდის“ დასაკუთრების შემდეგ, „სიტი“ პრემიერ ლიგის ტრიუმფატორის სტატუსის შესანარჩუნებლად დაიწყებს ბრძოლას. ინგლისის ჩემპიონატის ახალი სეზონი სტარტს 9 აგვისტოს, „ლივერპულისა“ და „ნორვიჩის“ დაპირისპირებით აიღებს. რაც შეეხება „სიტის“, როგორც გუარდიოლამ აღნიშნა, „ქალაქელები“ შაბათს „ვესტ ჰემს“ გაეჯიბრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები