ტრავმა თუ... რატომ არ გაფრინდა პოგბა გუნდთან ერთად კარდიფში
Aa
Aa

ტრავმა თუ... რატომ არ გაფრინდა პოგბა გუნდთან ერთად კარდიფში

ბრიტანული გამოცემა Daily Mail იტყობინება, რომ პოლ პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედს" აუჯანყდა და "წითელ ეშმაკებთან" ერთად კარდიფში არ გაფრინდა.

პოგბას არყოფნის ოფიციალური მიზეზი ასეთია - ფრანგმა ოსლოში გამართულ ვარჯიშზე მიღებული ზურგის ტრავმა გაიმიზეზა. თუმცა Daily Mail განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. ბრიტანული გამოცემის ცნობით 25 წლის ნახევარმცველს უბრალოდ "რეალში" გადასვლა სურს და ასე სწორედ ამიტომ იქცევა.

საინტერესოა, რომ პოგბას გვარი კარდიფში წამსვლელ ფეხბურთელთა ოფიციალურ სიაშიც იყო შეყვანილი და მისმა არყოფნამ "მანჩესტერის" მოთამაშეებისა და კლუბის მესვეურების გაოცება გამოიწვია. ასე რომ სავარაუდოდ ტრავმა მართლაც არაფერ შუაშია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პოგბამ თანაგუნდელებს შეატყობინა, რომ გუნდთან ერთად წინასასეზონო ტურნეში არ გაემგზავრებოდა და როგორც ჩანს ფრანგი თავისას არ იშლის.

26 წლის ფეხბურთელის მთავარი მსურველი, მადრიდის "რეალი" კი პარალელურად სხვა ნახევარმცველების შეძენაზე ფიქრობს. ესპანური პრესის ინფორმაციით "სამეფო კლუბი" ბრუნო ფერნანდეშისთვის იბრძვის და დონი ვან დე ბეეკის ტრანსფერითაა დაინტერესებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები