Aa
Aa

კლოპმა "ბორდოს" ფეხბურთელს დაადგა თვალი

„ლივერპული“ „ბორდოს“ ახალგაზრდა შემტევის, ფრანსუა კამანოს ტრანსფერითაა დაინტერესებული. „მერსისაიდელთა“ თავკაცი, იურგენ კლოპი შეტევის გაძლიერებაზეა ორიენტირებული და 23 წლის ფეხბურთელს დაადგა თვალი.

The Sun-ის მიხედვით გერმანელი სპეციალისტი დანიელ სტარიჯის შემცვლელს ეძებს და ერთ-ერთ კანდიდატად კამანოს განიხილავს. „ბორდო“ მზადაა გვინეელ ფეხბურთელს შეელიოს, თუმცა მის სანაცვლოდ 20 მილიონი ფუნტის მიღება უნდა. აქედან 15 მილიონი „წითლებმა“ წინასწარ უნდა გადაიხადონ, 5 მილიონი კი საბონუსე სისტემაზე იქნება გადანაწილებული.

ფრანსუა კამანო „ბორდოს“ ღირსებას სამი წელია იცავს და მას რამდენიმე ევროპული კლუბი უმიზნებს. გვინეელმა ფრანგული გუნდის მაისურით 127 შეხვედრა ჩაატარა და 29 გოლთან ერთად 14 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები