Aa
Aa

ნიკოლას პეპეს რჩეული ლიონელ მესია

ლონდონის „არსენალის“ ახალწვეულმა, ნიკოლას პეპემ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის წარმომადგენლებმა პეპეს ჰკითხეს ვინ არის თანამედროვე ფეხბურთში მისი რჩეული, ლიონელ მესი თუ კრიშტიანუ რონალდუ. კოტ-დივუარელის პასუხი ასეთი გახლდათ: „ლიონელ მესი, რადგან ის უბრალოდ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია.

მესი სწრაფია, ბურთის დამუშავება მალევე შეუძლია და დამაგვირგვინებელ ფაზაში შესანიშნავად გამოიყურება. სიმართლე გითხრათ ამ ასპექტში მეც მოვუმატე. ჩემი აზრით სწრაფი ფეხბურთელი ვარ და დრიბლინგი კარგად გამომდის“.

შეგახსენებთ, რომ „მეთოფეებმა“ 24 წლის კოტ-დივუარელის სანაცვლოდ თავისთვის სარეკორდო თანხა, 72 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. პეპემ ლონდონურ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ანაზღაურების სახით კვირაში 140 000 ფუნტს მიიღებს.

„არსენალის“ თავკაცი, უნაი ემერი დარწმუნებულია, რომ კოტ-დივუარელი შემტევი გუნდს გააძლიერებს და ლონდონელებს დასახული მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები