სად თამაშობდნენ "ლესტერის" ფეხბურთელები 5 წლის წინ...
კასპერ შმეიხელი - ინგლისის ჩემპიონშიფი. "ლიდსი"


რობერტ ჰუტი - პრემიერ ლიგა. "სტოკი"

უეს მორგანი - ინგლისის ჩემპიონშიფი. "ნოტინგემ ფორესტი", რომელშიც 10 სეზონი გაატარა.

კრისტიან ფუხსი - II ბუნდესლიგა. "ბოხუმი"

რიად მაჰრეზი - საფრანგეთი. "ლე ავრის" II გუნდი, რომელიც სამოყვარულო ლიგაში თამაშობდა..

ნ'გოლო კანტე - ლიგა 2. "ბულონი" (ფრანკ რიბერის ყოფილი გუნდია)

დენი დრინკვოტერი - "მანჩესტერ იუნაიტედის" საკუთრება იყო, იჯარით "თამაშობდა" ჩემპიონშიფის "ბარნსლიში".

მარკ ოლბრაიტონი - პრემიერ ლიგა. "ასტონ ვილა"

ლეონარდო ულოა - სეგუნდა დივიზიონი. "ალმერია". ჰქონდა კარიერაში ყველაზე შედეგიანი სეზონი, გაიტანა 28 გოლი.

შინჯი ოკაზაკი - ბუნდესლიგა. "მაინცი"

ჯეიმი ვარდი - ინგლისის სამოყვარულო ლიგა. "ჰალიფაქს თაუნი". იმ სეზონში შეაგდო 26 გოლი და გადავიდა პირველი ლიგის (რანგით მესამე) "ფლიტვუდში"...

კლაუდიო რანიერი - სერია A. "რომას" მთავარი მწვრთნელი.
