შოტლანდიაში ''ჩიხურამ'' რუსულენოვან თარჯიმანზე უარი თქვა
Aa
Aa

შოტლანდიაში ''ჩიხურამ'' რუსულენოვან თარჯიმანზე უარი თქვა

უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ''ჩიხურა'' სტუმრად შოტლანდიურ'' აბერდინს'' შეხვდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ''ჩიხურას'' წარმომადგენლებმა რუსულენოვან თარჯიმანზე უარი განაცხადეს. ამასთან დაკავშირებით იმერული კლუბის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა:

''საჩხერის ჩიხურამ აბერდინში სტადიონ ''პიტოდრიზე'' მატჩისწინა ვარჯიში გამართა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა, მიუხედავად მრავალი გზის მცდელობისა ვერ მოახერხეს პრესკონფერენციაზე ქართულენოვანი თარჯიმნის მოყვანა და ალტერნატივად შემოგვთავაზეს რუსულენოვანი თარჯიმანი, კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით საფეხბურთო კლუბმა საჩხერის ''ჩიხურამ'' კატეგორიული უარი განაცხადა რუსულენოვანი თარჯიმნის სამსახურზე და პრესკონფერენცია ქართულ ინგლისურენაზე წარიმართა.''

ფოტო: ''ჩიხურას'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები