Aa
Aa

ჯეკო "ინტერში" და იკარდი "რომაში"?

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, მილანის „ინტერმა“ რომელუ ლუკაკუს შეძენაზე პრაქტიკულად ხელი ჩაიქნია და „რომადან“ ედინ ჯეკოს დამატების ვარიანტზე გადაერთო.

წყაროს თანახმად, „ნერაძური“ მაურო იკარდის „რომაში“ გაშვებას გეგემავს, სანაცვლოდ კი ჯეკოს მიღების იმედი აქვს. ამასთანავე, ტრანსფერში აღებული თანხით ანტე რებიჩის შესაძენადაც იბრძოლებს.

„ინტერმა“ იკარდის უფლება მისცა, „რომასთან“ მოლაპარაკებები დაიწყოს, მაგრამ ძნელი სათქმელია, რამდენად მოისურვებს ამბიციური ფორვარდი ისეთ გუნდში გადაბარგებას, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე არ მონაწილეობს.

რაც შეეხება რებიჩს, მისი ტრანსფერი დაახლოებით 40 მილიონ ევროდ ფასდება. ფეხბურთელს სერია A-ში თამაშის გამოცდილებაც აქვს და რამდენიმე სეზონის განმავლობაში „ფიორენტინას“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები