Aa Aa
28 ივლისი 2019  |  22:28

ყენიას მოსალოდნელი დებიუტი ზაგრებში

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-20 წლების სეზონის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ''საბურთალო'' სტუმრად ზაგრების ''დინამოს'' დაუპირისპირდება.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ხორვატიის ჩემპიონის წინააღმდეგ ლაშა შინდაგორიძისა და ვაგნერ გონსალვეშის გარეშე ითამაშებს, რომელთაც ტრავმები აწუხებთ. სავიზო პრობლემის გამო ხორვატიაში კენიელი ელვინ ტერა ვერ გაემგზავრება, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კოხრეიძე კი დისკვალიფიცირებულია.

შეხვედრა ზაგრებში 30 ივლისს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. პირველი მატჩი ''საბურთალომ'' ''მიხეილ მესხზე'' 0:2 დათმო.

''საბურთალო'' ზაგრებში შემდეგ ფეხბურთელებთან ერთად გაემგზავრება:

მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, ლაზარე კუპატაძე, დენის შელიხოვი.

მცველები – ნიკოლოზ მალი, გრიგოლ ჩაბრაძე, იური ტაბატაძე, ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი რეხვიაშვილი, გაგი მარგველაშვილი, გიორგი ჯინჯოლავა.

ნახევარმცველები: ლევან კაკუბავა, დაჩი ცნობილაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გეგა დიასამიძე, თორნიკე გორგიაშვილი, ლევან ყენია.

თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა, ოგნიენ როლოვიჩი, გიორგი გულიაშვილი.

ფოტო: ''საბურთალოს'' პრესსამსახური

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში