ბეილის ტრანსფერი ბოლო წამს ჩაიშალა! მიზეზი - ოჯახი, თუ პერესის გეგმა?
Aa
Aa

ბეილის ტრანსფერი ბოლო წამს ჩაიშალა! მიზეზი - ოჯახი, თუ პერესის გეგმა?

ჩინეთში გარეთ ბეილის ტრანსფერი ჩაიშალა. ''ძიანსუ სუნინთან'' თითქმის მიღწეული შეთანხმება არ შედგა.

Marca-ს ცნობით, ამის მიზეზი უელსელი ფეხბურთელის ოჯახია, რომელიც აზიაში საცხოვრებლად გადასვლას არ გეგმავდა და როგორც ჩანს ბოლო წამს თავად გარეტსაც გადააფიქრებინეს.

ოჯახმა ბეილს სთხოვა, რომ ''ძიანსუ სუნინთან''-ის ზღაპრულ წინადადებაზე უარი ეთქვა.

ჩინური კლუბი ბეილს კვირაში მილიონ ფუნტს სთავაზობდა. არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც ტრანსფერი ფლორენტინო პერესმა ჩაშალა, რომელსაც ბეილის გამოყენება პოგბას ტრანსფერისთვის სურს.

შესაძლოა უელსელი "მანჩესტერ იუნაიტედში" გაუშვან. "რეალი" შემადგენლობის გაძლიერებას კვლავ გეგმავს და ამას მხოლოდ ფულით არ აპირებს. მოლაპარაკებებში მადრიდელები თავიანთ მოთამაშეებსაც ჩართავენ.

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და ვნახოთ სად გააგრძელებს კარიერას გარეტ ბეილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები