ჩემპიონურად! - ბასილაშვილმა შარდი გაანადგურა და 1/2 ფინალში გავიდა!
Aa
Aa

ჩემპიონურად! - ბასილაშვილმა შარდი გაანადგურა და 1/2 ფინალში გავიდა!

ჰამბურგის 500-იან ტურნირზე ტიტულის დასაცავად ბრძოლას წარმატებით აგრძელებს ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც ფრანგ ჟერემი შარდის მეოთხედფინალური მატჩი ურპობლემოდ მოუგო.

ნიკამ ადრეული ბრეიკი შეასრულა, შემდეგ საკუთარ მოწოდებაზე რთული გეიმი დაიტოვა, რამაც საქმე გაამარტივა და ქართველ სრულ სათამაშო უპირატესობას დაეუფლა. საბოლოოდ, პირველი სეტი 32 წუთში დასრულდა.

მეორე სეტის პირველსავე გეიმში საკუთარ მოწოდებაზე წარუმატებლობის გამო თითქოს ქართველისთვის საქმე უნდა გართულებულიყო, თუმცა მომენტალური ბრეიკი შეასრულა და თამაშის რიტმს დამაჯერებლად აკონტროლებდა. მე-8 გეიმში მეტოქის მოწოდებაც აიღო, შეხვედრა საათსა და 8 წუთში - 6:2; 6:3-ით დაასრულა და ჰამბურგის ტურნირზე ზედიზედ მე-10 გამარჯვება იზეიმა.

ნიკამ 3 ეისი მოაწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე 30-დან 23 (77%), ხოლო მეორეზე 25-დან 14 (56%) ქულა მოიგო. მეტოქის მოწოდება 4-ჯერ აიღო, თავად კი ის მხოლოდ ერთხელ დაკარგა.

ბასილაშვილი ტურნირის 1/2 ფინალშია, რითაც 180 სარეიტინგო ქულა უკვე დაიცვა. მისი მომდევნო მეტოქე ოდნავ მოგვიანებით, ალექსანდრ ზვერევისა და ფილიპ კრაინოვიჩის მატჩში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები