Aa
Aa

პსჟ-მ გეიეს ტრანსფერი შეათანხმა

ბრიტანული Skysports-ის ინფორმაციით, პსჟ-მ „ევერტონთან“ იდრისა გეიეს ტრანსფერზე მოილაპარაკა. მხარეებს შორის შეთანხმებული თანხა 28 მილიონი ფუნტია.

პარიზელები ამჟამად მოლაპარაკებებს თავად ფეხბურთელთან მართავენ, რომელიც „გუდისონ პარკის“ დასატოვებლად ემზადება და ფრანგებთან შეთანხმება დიდ პრობლემად არ უნდა ექცეს.

„პარი სენ ჟერმენი“ გეიეს ტრანსფერზე იანვარშიც მუშაობდა, თუმცა მაშინ „ევერტონს“ მის მიერ შეთავაზებული 21.5 მილიონი ფუნტი ეცოტავა.

29 წლის გეიე უკვე 3 სეზონია „ევერტონის“ მაისურით თამაშობს, იქამდე კი „ლილისა“ და სენეგალური „დიამბარსის“ ღირსებას იცავდა. გამოცდილ საყრდენს სენეგალის ნაკრებში 62 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები