Aa
Aa

კლოპმა კოუტინიო და ბეილი გამორიცხა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, გარეტ ბეილისა და ფილიპე კოუტინიოს მის გუნდში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

გერმანელი სპეციალისტი ბეილის „ენფილდზე“ გადასვლას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, რადგან „ლივერი“ გრძელვადიანი პროექტია და კლუბს ამ ეტაპზე განვითარების სხვა გეგმა აქვს.

რაც შეეხება კოუტინიოს, კლოპმა მისი „წითლებში“ ამ ზაფხულს დაბრუნება შეუძლებლად ჩათვალა. 52 წლის სპეციალისტის თქმით, კოუტინიოს შესაძლო ტრანსფერი ძალიან ბევრ ფულს მოითხოვს, „ლივერპული“ კი წელს დიდ თანხებს ვეღარ გაიღებს.

კოუტინიოს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მისი ტრანსფერი დაახლოებით 100 მილიონ ევროდ ფასდება. ბეილის ფასიც თითქმის ანალოგიურია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები