Aa
Aa

ხამესი "მილანში"? - აგენტმა იგი "როსონერის" შესთავაზა

Sportitalia-ს ცნობით, ხამეს როდრიგესის აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა, მისი კოლუმბიელი კლიეტი „მილანის“ ხელმძღვანელებს შესთავაზა.

გამოცემის გავლენიანი ჟურბალისტ ალფრედო პედულას თქმით, მენდეში „როსონერის“ უფროსობასთან მოლაპარაკებებს მართავს და ხამესის „სან სიროზე“ გადასვლისთვის პირველად დეტალებს განიხილავს.

ცნობილია, რომ მილანელთა ახალ მწვრთნელ მარკო ჯამპაოლოს მინიმუმ ერთი მაღალი დონის გამთამაშებლის დამატება სურს, თუმცა ძნელი სათქმელია, რამდენად დააკმაყოფილებენ „შავ-წითლები“ ხამესის მასშტაბის ვარსკვლავის მოთხოვნებს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საქმე 28 წლის კოლუმბიელის ხელფასს ეხება.

როდრიგესის საკუთარ რიგებში გადასაყვანად „ნაპოლი“ მუშაობდა, რომელიც სატრანსფერო რბოლას ჩამოშორდა, ფეხბურთელის დამატების მთავარ ფავორიტად კი მადრიდის „ატლეტიკო“ რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები