Aa
Aa

ბოლო წამს ჩაშლილი ტრანსფერი? - საფრანგეთში ჩასული ანდრე სილვა "მონაკოს" ვერ მოელაპარაკა

დიდი შანსია, ანდრე სილვას „მილანიდან“ „მონაკოში“ პრაქტიკულად უკვე გაფორმებული ტრანსფერი აღარ შედგეს. იტალიური პრესის თქმით, საფრანგეთში ჩასული სილვა „მონეგასკთა“ ხელმძღვანელობას კონტრაქტის პირად დეტალებზე ვერ უთანხმდება.

პორტუგალიელმა „მილანის“ ამერიკული შეკრება სწორედ ტრანსფერის დასახურად დატოვა, თუმცა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ მხარეებმა დასკვნით საკითხებზე საერთო ენა ვერ გამონახეს.

სილვას საფრანგეთი ჯერჯერობით არ დაუტოვებია, ამიტომ ტრანსფერს საბოლოოდ ჩაშლილად ვერ გამოვაცხადებთ. სავარაუდოდ, კიდევ ერთი და, წესით, გადამწყვეტი შეხვედრა დღეს საღამომდე შედგება.

შეგახსენებთ, რომ „მონაკო“ „მილანს“ სილვას ტრანსფერში 30 მილიონ ევროსა და ბონუსებს უხდიდა, ეს თანხა კი „შავ-წითლებს“ ანხელ კორეას „სან სიროზე“ გადასაყვანად უნდა გამოეყენებინათ. თუმცა, როგორც სხვადასხვა გამოცემები წერენ, შესაძლოა, მილანელებმა კორეას ტრანსფერი არ შეაფერხონ და „ატლეტიკოს“ დაპირებული თანხა უახლოეს დღეებში ჩაურიცხონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები