Aa
Aa

Bild: ჰიონესი "ბაიერნიდან" მიდის!

ული ჰიონესისა და მიუნხენის „ბაიერნის“ 49-წლიანი თანამშრომლობა, დიდი შანსია, ნოემბერში დასრულდეს. გამოცემა Bild-ის ცნობით, ჰიონესი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

იმავე Bild-ის თქმით, 67 წლის ფუნქციონერის შესაძლო შემცვლელად „ადიდასის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ჰერბერტ ჰაინერი, განიხილება. ჰაინერი ამჟამად „ბაიერნის“ დირექტორთა საბჭოში უკვე მუშაობს.

ული ჰიონესი „რეკორდმაისტერში“ 18 წლის ასაკში მივიდა და საფეხბურთო კარიერის დასრილების შემდეგაც კლუბის სტრუქტურაში დასაქმდა. იგი ბავარიელთა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრეზიდენტია.

თუკი ჰიონესი თანამდებობას დატოვებს, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ „ბაიერნში“ ახალი ერა იწყება. უკვე ცნობილია, რომ 2021 წელს გუნდის აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან კარლ-ჰაინც რუმენიგე გადადგება და მის ადგილს ოლივერ კანი დაიკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები