დაგეგმილი გამარჯვება! - ბასილაშვილმა ჰამბურგში პირველი წრე დამაჯერებლად გაიარა
Aa
Aa

დაგეგმილი გამარჯვება! - ბასილაშვილმა ჰამბურგში პირველი წრე დამაჯერებლად გაიარა

ჰამბურგის ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, წლევანდელი გათამაშების პირველ წრეში ბოლივიელ უგო დელიენს 2 სეტში მოუგო.

ნიკა ორივე პარტიაში დამაჯერებლად თამაშობდა და შეხვედრას თავად კარნახობდა, შედეგად, მსოფლიოს 87-ე ჩოგნის დამარცხება დიდად არ გასჭირვებია - 6:4; 6:3.

ქართველმა 2 ეისი მოაწოდა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე 26-დან 20 (77%), ხოლო მეორეზე 25-დან 12 (48%) ქულა მოიგო, 5 ბრეიკი შეასრულა, მეტოქემ კი იგივეს გაკეთება 2-ჯერ შეძლო.

ბასილაშვილის ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ხუან იგნასიო ლონდერო იქნება, რომელმაც ნიკას რამდენიმე კვირის წინ, როლან გაროსის პირველ წრეში, 3 სეტში მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები