ლილიან ტურამის ვაჟი
Aa
Aa

ლილიან ტურამის ვაჟი "გლადბახში" ითამაშებს

21 წლის ფრანგი შემტევი, მარკუს ტურამი, "გინგამიდან" გერმანულ "გლადბახში" გადავიდა და ახალ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

ლილიან ტურამის ვაჟი მიონხენგლადბახში ჩავიდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და "გლადბახის" ფეხბურთელის რანგში პირველი ფოტოებიც გადაიღო. აღსანიშნავია, რომ "დორტმუნდში" გადაბარგებული ტორგან აზარის შემდეგ ტურამი ბორუსიელთა 10-ნომრიანი მაისურის ახალი მფლობელი იქნება.

სატრანსფერო თანხად 8.1 მილიონი ევრო სახელდება, არადა თავად "გინგამმა" ტურამი მხოლოდ 540 ათას ევროდ შეიძინა.

მარკუს ტურამი "სოშოს" სკოლის აღზრდილია, "გინგამში" კი 2017 წლიდან თამაშობდა. ლიგა 1-ის გასულ სეზონში მან 32 მატჩში გატანილი 9 გოლით გამოიჩინა, თუმცა გინგამელები გავარდნისგან ვერ იხსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები