Aa
Aa

"რეალი" ბეილის შემცვლელად ძანიოლოს განიხილავს

Corriere della Sera-ს ინფორმაციით, ნიკოლო ძანიოლოსთვის ბრძოლაში მადრიდის „რეალიც“ აქტიურად ჩაერთვება. „ბლანკოსი“ 20 წლის იტალიელის გადაბირებით დიდი ხანია ინტერესდება, თუმცა აქამდე ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

წყაროს თანახმად, გარეტ ბეილის გასხვისების შემთხვევაში, რისი შანსიც მაღალია, მადრიდელები „რომას“ ძანიოლოს სანაცვლოდ კონკრეტული წინადადებით მიმართავენ.

თუმცა, შესაძლოა, „რეალს“ ბევრი დრო არც ჰქონდეს, რადგან ახალგაზრდა შემტევს მსურველები არ აკლია და მათ რიგებში „იუვენტუსი“, „ტოტენჰემი“ და „მილანი“ არიან.

ყველაზე მომგებიან პოზიციაში „ტოტენჰემია“, რომელმაც მოლაპარაკებების გარკვეული ეტაპი უკვე წარმატებით გაიარა, ტურინული Tuttosport-ის გუშინდელი ცნობით კი „მილანმა“ „რომას“ სუსოსა და ძანიოლოს ბარტერი შესთავაზა. შეგახსენებთ, რომ რომაელები სუსოს ტრანსფერზე აქტიურად მუშაობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები