გადმორიცხეთ დამატებით 80 მილიონი!
Aa
Aa

გადმორიცხეთ დამატებით 80 მილიონი! "ატლეტიკომ" "ბარსას" ლა ლიგაში უჩივლა!

მადრიდის „ატლეტიკომ“ „ბარსელონას“ ლა ლიგაში უჩივლა. „როხიბლანკომ“ ესპანეთის ჩემპიონატის მმართველ ორგანოს აცნობა, რომ კატალონიელებმა მათ დამატებით 80 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ.

საქმე ეხება გრიზმანის ტრანსფერს, რომლის სანაცვლოდაც „ბარსამ“ „ატლეტიკოს“ 120 მილიონი ევრო გადაუხადა და 28 წლის ფრანგი ფორვარდი გამოისყიდა.

„ატლეტიკო“ ამტკიცებს, რომ „ბლაუგრანას“ და გრიზმანს შეთანხმება ჯერ კიდევ მარტში ჰქონდათ მიღწეული, იმ მომენტისთვის კი ანტუანის გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი იყო.

ამრიგად, მადრიდელთა პრეზიდენტი ენრიკე სერესო დამატებით 80 მილიონს ითხოვს, თუმცა ამ ყველაფრის დასაბუთებასა და დამტკიცებას როგორ აპირებს ცოტა რთული სათქმელია.

კატალონიელები აცხადებენ, რომ გრიზმანს პირველად ზაფხულში დაუკავშირდნენ და ეს მხოლოდ კლუბთან კონტაქტის შემდეგ გააკეთეს.

ცნობისთვის, „ატლეტიკოს“ სარჩელის FIFA-ში შეტანა ჰქონდა გეგმაში, თუმცა კანონის მიხედვით მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო კონკრეტულ ჩემპიონატში მოთამაშე გუნდებს შორის არსებულ პრობლემებში ვერ ჩაერევა. მათი იურისდიქცია „შიდა სამზარეულოს“ არ ეხება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები