Aa
Aa

ზაჰამ "კრისტალ პალასს" გაშვება სთხოვა

კოტ დივუარის ნაკრების ფორვარდმა ვილფრიდ ზაჰამ "კრისტალ პალასის" ხელმძღვანელებს განუცხადა, რომ აფრიკის თასის დასრულების შემდეგ კლუბის დატოვება სურს. ინფორმაციას SkySports-ი ავრცელებს.

უახლოეს დღეებში ლონდონის არსენალი ზაჰას თაობაზე კრისტალ პალასს ახალი წინადადებით მიმართავს. მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე უნაი ემერისთვის ზაჰა მთავარი სამიზნეა.

მეთოფეებმა ფორვარდის სანაცვლოდ არწივებს 40 მილიონი ფუნტი სტერლინგი შესთავაზეს, თუმცა უარყოფითი პასუხი მიიღეს.

26 წლის ზაჰა კრისტალ პალასის აღზრდილია, 2013-15 წლებში ‘‘მანჩესტერ იუნაიტედის’’ ფეხბურთელი იყო, თუმცა ინგლისურ გრანდში ადგილი ვერ დიამკვიდრა და არწივებს დაუბრუნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები