Aa
Aa

"ბაიერნი" ბრაის მენდესით დაინტერესდა

მიუნხენის „ბაიერნი“ ესპანურ ბაზარზე აქტიურად მუშაობს და მარკ როკასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ „სელტას“ შემტევ ბრაის მენდესის „ალიანც არენაზე“ გადაყვანაზე ფიქრობს.

გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, მენდესი „რეკორდმაისტერის“ პრიორიტეტი არაა და გუნდი პირველ პლანზე ლეროი სანეს, კალუმ ჰადსონ-ოდოისა და რიად მაჰრეზის აყენებს. მიუნხენელებს ესპანელ ვინგერთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყიათ და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი აღნიშნულ სამეულთან არაფერი გამოუვათ.

ბავარიელთა უპირველესი სამიზნე ლეროი სანეა, რომლის შესახებაც პეპ გუარდიოლამ განაცხადა, რომ თუ ფეხბურთელის სურვილია, შეუძლია, „ქალაქელთა“ რიგები დატოვოს.

22 წლის მენდესმა, „ბაიერნის“ მასშტაბის გუნდის ინტერესის გამო, ჟურნალისტებთან კმაყოფილება გამოხატა, თუმცა აღნიშნა, რომ არავითარი კონკრეტული ამ ეტაპზე არაა და „სელტასთან“ წავლის თაობაზე საუბრის აუცილებლობას ვერ ხედავს.

ბრაის მენდესს „სელტასთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი დაახლოებითი სატრანსფერო ფასი 25 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები