Aa
Aa

კლოპი: "არის ერთი პოზიცია, რომელიც გაძლიერებას საჭიროებს, თუმცა..."

გასული სეზონის ტრიუმფატორი „ლივერპული“ წინასასეზონო სამზადისს შეუდგა.

„მერსისაიდელები“ 2019-2020 წლების სეზონში პრემიერლიგის მოგებას კვლავინდებურად შეეცდებიან, თუმცა როგორც ჩანს ამის გაკეთება იგივე შემადგენლობით მოუწევთ, რომელიც გასულ სეზონში ჰყავდათ, რადგან კლოპის თქმით მათ ტრანსფერებში დიდი თანხების გაღება ყოველწლიურად არ შეუძლიათ.

„ხალხი საუბრობს, რომ ახლა ჩვენ ტრანსფერებისთვის 300 ან 200 მილიონი ფუნტის დახარჯვა შეგვიძლია. ეს ასე არ არის, მსოფლიოში არსებობს მხოლოდ ორი გუნდი „სიტი“ და პსჟ, რომლებსაც ამხელა თანხების დახარჯვა ყოველწლიურად შეუძლიათ და ალბათ შეგვიძლია „ბარსელონა“ „რეალიც“ მათ რიცხვს მივაკუთვნოთ.

ჩვენ თავს კარგად ვგრძნობთ და გუნდით კმაყოფილები ვართ. შესაძლოა არის ერთი პოზიცია, რომელიც გაძლიერებას საჭიროებს და ჩვენ ამ თემას განვიხილავთ, თუმცა საქმე აუცილებელ ტრანსფერს არ ეხება, კლუბი სიტუაციას აკონტროლებს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები