Aa
Aa

"რომამ" მანჩინი გაიფორმა

„რომამ“ კიდევ ერთი ტრანსფერი დახურა და ბერგამოს „ატალანტადან“ 23 წლის ცენტრალური მცველი, ჯანლუკა მანჩინი, გადაიბირა.

ფეხბურთელი იტალიის დედაქალაქში უკვე ჩავიდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და „ჯალოროსიში“ გადასვლის გამო ჟურნალისტებთან კმაყოფილებაც გამოხატა.

ტანმაღალი უკანახაზელი რომაელებთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, „ატალანტა“ კი ტრანსფერის სანაცვლოდ ჯამში 26 მილიონ ევროს მიიღებს.

ჯანლუკა მანჩინიმ, რომელსაც თავისივე კუმირ მარკო მატერაცის ადარებენ, სერია A-ს გასულ სეზონში 5 გოლი გაიტანა, რითაც მცველებს შორის მხოლოდ ალექსანდრ კოლაროვს ჩამორჩა.

შეგახსენებთ, რომ „რომამ“ საკუთარი რიგები ამადუ დიავარას, პაუ ლოპესისა და ლეონარდო სპინაცოლას ტრანსფერებითაც შეავსო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები