Aa
Aa

"ბაიერნი" მარკ როკას შეუთანხმდა

მიუნხენის „ბაიერნმა“ 22 წლის ესპანელ ნახევარმცველ მარკ როკასთან შეთანხმებას მიაღწია და ახლა ჯერი მის კლუბ „ესპანიოლთან“ მოლაპარაკებაზეა.

როგორც მადრიდული Marca წერს, „თუთიყუშებთან“ შეთანხმება მთლად იოლი არ იქნება, თუმცა ბავარიელები იმედოვნებენ, რომ კატალონიური კლუბი გამოსასყიდი თანხის მიღების შემთხვევაში როკას მათ დაუთმობს.

როკა „ესპანიოლის“ უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელად იქცა და გუნდის ევროპა ლიგაზე გასვლაში დიდი წვლილი შეიტანა, 2022 წლამდე გათვლილი კონტრაქტის მიხედვით, მისი გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევროა.

ამრიგად, უახლოეს დღეებში კლუბებს შორის აქტიური მოლაპარაკებები დაიწყება და ნაკლებად მოსალოდნელია, „რეკორდმაისტერმა“ ახალგაზრდა შუახაზელის „ალიანც არენაზე“ გადაყვანა ვერ შეძლოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები