მოდრიჩის აგენტი
Aa
Aa

მოდრიჩის აგენტი "კაზა მილანში" იმყოფებოდა - "როსონერიმ" ტრანსფერისთვის ნიადაგი მოსინჯა

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ლუკა მოდრიჩის ერთ-ერთი წარმომადგენელი „მილანის“ მთავარ ოფის „კაზა მილანში“ დააფიქსირეს. ვლადო ლემიჩი „როსონერის“ წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა ესაუბრა.

იტალიელი სატრანსფერო ექსპერტის, ჯანლუკა დი მარციოს, თქმით, მხარეებმა პირველადი სატრანსფერო დეტალები განიხილეს და მოდრიჩის „სან სიროზე“ გადასვლის პერსპექტივები შეაფასეს.

უკვე ათწლეულებია „რეალსა“ და „მილანს“ შორის საკმაოდ აქტიური სატრანსფერო ურთიერთობაა, რაც, ტეო ერნანდესის „შავ-წითელთა“ რიგებში გადასვლით, ამ ზაფხულსაც დადასტურდა.

ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ფეხბურთელის ხელფასი უნდა მივიჩნიოთ, მოდრიჩი წლიურად 12.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც მილანელთა ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელ ჯიჯო დონარუმას ხელფასზე 2-ჯერ მეტია.

აღსანიშნავია, რომ მილანელთა დირექტორად მოდრიჩის თანამემამულე ზვონიმირ ბობანი მუშაობს, რომელიც 34 წლის ვარსკვლავს კარგად იცნობს და, დიდი შანსია, ტრანსფერის ინიციატორი სწორედ ბობანი იყოს.

მოდრიჩს „რეალთან“ კონტრაქტი მომავალ ზაფხულს უსრულდება, მას გასული სეზონის დაწყებამდე „ინტერთან“ აკავშირებდნენ, თუმცა გარიგებას ხელი „რეალის“ უფროსობამ შეუშალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები