Aa
Aa

"რომა" ვერეტუს ტრანსფერს უახლოვდება

იტალიურ სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთმა ყველაზე მოთხოვნადმა ფიგურამ, ჟორდან ვერეტუმ, დიდი შანსია, კარიერა დედაქალაქური „რომას“ რიგებში გააგრძელოს.

ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, „ჯალოროსისა“ და ვერეტუს ამჟამინდელ კლუბ „ფიორენტინას“ შორის შეთანხმებას პრაქტიკულად აღარაფერი აკლია. როგორც ირკვევა, რომაელები ტრანსფერს 20 მილიონ ევროდ დახურავენ, რომლიდანაც 19 მილიონს მომენტალურად გადაიხდიან. არადა, „ფიორე“ თავდაპირველად 25 მილიონ ევროს ითხოვდა.

26 წლის შუახაზელის ტრანსფერზე „ნაპოლი“ და „მილანიც“ მუშაობდნენ, თუმცა ხანგრძლივი მოლაპარაკებების მიუხედავად, საბოლოო წარმატების მიღწევა ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო.

ჟორდან ვერეტუმ სერია A-ს გასულ სეზონში 33 მატჩი ჩაატარა და თავი 5 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები