Aa
Aa

"მანჩესტერი" მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერისთვის კიდევ ერთ წინადადებას ამზადებს

“მანჩესტერ იუნაიტედი“ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და „ლაციოს“ ახალ შეთავაზებას უმზადებს.

Sky Sport Italia-ს ცნობით, რომაელებმა 80-მილიონიანი წინადადება დაბლოკეს და მოთხოვნილ 100 მილიონ ევროს ფეხს არ უცვლიან. გამოცემა ვარაუდობს, რომ „იუნაიტედის“ მორიგი შეთავაზება 90-დან 100 მილიონ ევროს ოდენობის იქნება.

24 წლის სერბ ნახევარმცველს „ინტერი“, „იუვენტუსი“ და პსჟ-ც ეპატიჟებიან, თუმცა მათგან განსხვავებით, „წითელ ეშმაკებს“ გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვთ.

სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს „ლაციალესთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები