ბეილის კომენტარი რონალდუზე...
Aa
Aa

ბეილის კომენტარი რონალდუზე...

გარეტ ბეილმა ბრიტანულ The Times-თან ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუსთან ურთიერთობაზე გააკეთა კომენტარი:

"მან ინგლისური კარგად იცის და როცა მადრიდში ჩამოვედი ადაპტაციაში მეხმარებოდა, ყველაზე ხშირი კომუნიკაცია სწორედ მასთან მქონდა".

"პრესა წერს, რომ მე და რონალდუს არცთუ კარგი ურთიერთობა გვაქვს, მეტიც კონფლიქტი მოგვივიდა, თუმცა გარწმუნებთ, ჩვენ პრობლემა არასდროს გვქონია".

"ის მოედანზე ძალიან ემოციურია და თითოეული მომენტისგან მაქსიმუმის მიღება სურს, რაც ფეხბურთელისთვის და ზოგადად, სპორტსმენისთვის მშვენიერი თვისებაა". - განუცხადა ბეილმა The Times-ს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები