Aa
Aa

მოურინიო გერმანულს სწავლობს - "განსაკუთრებული" "ბაიერნის" გასაწვრთნელად ემზადება?

ჟოზე მოურინიოს გერმანიის ბუნდესლიგაში გადასვლას დიდი ხანია უწინასწარმეტყველებენ და პრესა მას ამის შესახებ ხშირად ეკითხება. პორტუგალიელი სპეციალისტი Gazzetta dello Sport-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ ამჟამად გერმანულ ენას სწავლობს.

„ამჟამად გერმანულ ენას ვსწავლობ. რაც შეეხება ბუნდესლიგას, ვერაფერს გეტყვით, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. ინგლისურ, ესპანურ, პორტუგალიურ, ფრანგულ და იტალიურ ენებზე ვსაუბრობ და მინდა ამ სიას გერმანულიც შეემატოს“.

მოურინიოს ზოგადად ფეხბურთის შესახებაც ჰკითხეს და ასევე სერია A-ს ფავორიტის დასახელებაც სთხოვეს.

ნამდვილად მენატრება ფეხბურთი, მენატრება ადრენალინი, მოედანი და ჩემი საქმე, სერია A-ს ფავორიტად კი „ინტერს“ დავასახელებ. დარწმუნებული ვარ, რომ „ნერაძური“ „სკუდეტოს“ მოიგებს“.

„განსაკუთრებულს“ მიუნხენის „ბაიერნთან“ აკავშირებენ, რომლის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნიკო კოვაჩი მუშაობს. თავად მოურინიო კი გასული წლის დეკემბრის შემდეგ უსამსახუროდაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები