AS: ზიდანი რონალდუს დაასვენებს!
გუშინდელ პრესკონფერენციაზე "რეალის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ კრიშტიანუ რონალდუ სათამაშოდ მზად არაა და იგი მოედანზე არ გამოვა.
"კრიშტიანუ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს. იგი 100%-ით მზად არაა და გარისკვას არ ვაპირებ. მას ნებისმიერ შეხვედრაში თამაში და გოლის გატანა სურს, თუმცა ამ კონკრეტულ სიტუაციაში ჯობს დაისვენოს, რათა მალე, სრულიად ჯანმრთელი დაგვიბრუნდეს". - განაცახადა ზიდანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს "რაიოსა" და "რეალის" მადრიდული დერბი 18:00 საათზე დაიწყება, სამშაბათს კი 22:45-ზე "სამეფო კლუბი" მანჩესტერში, "სიტის" დაუპირისპირდება.