დავიდ ალაბა
Aa
Aa

ოვაციებით გააცილეს - რეალი ალაბამაც დატოვა

ბილბაოსთან მატჩის 69-ე წუთზე ტაბლოზე ნომერი 4 გამოჩნდა - დავიდ ალაბას ნომერი..

რეალის სტადიონი ფეხზე წამოდგა, რათა ავსტრიელ ფეხბურთელს დამშვიდობებოდა, რომელიც კლუბში 5 წლის წინ მოვიდა და ღირსეულად მიდის..

ტრიბუნების სრული ჩართულობით და ეკრანებზე მადლობის გზავნილით, ბლანკოსის ფეხბურთელებმა საპატიო კორიდორი მოუწყვეს მოთამაშეს, რომელმაც გულშემატკივრებისა და გასახდელის გულში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა — არა მხოლოდ მოგებული ტიტულებით, მათ შორის ორი ჩემპიონთა ლიგით.

ალაბას მადრიდულ ეპიზოდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი 2021/22 წლების ლეგენდარული ქამბექის ნაწილია — კილიან მბაპეს პარი სენ ჟერმენთან მერვედფინალური დაბრუნებისას ავსტრიელი, ხელში აწეული სკამით. სწორედ ამ საკულტო მომენტის პატივსაცემად, გულშემატკივრების სექტორში თეთრი სკამებიც გამოჩნდა.

ალაბა ანჩელოტის დაცვის ბირთვის შეუცვლელი ნაწილი გახდა იმ სეზონში, როცა გუნდმა ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ასე გაგრძელდა 2023 წლის დეკემბრამდე, სანამ „ვილიარეალთან“ მძიმე მუხლის ტრავმას მიიღებდა. ეს იმ სეზონში მესამე მძიმე მუხლის ტრავმა იყო გუნდისთვის — ტიბო კურტუასა და ედერ მილიტაოს შემდეგ.. მიუხედავად ამისა, იმ სეზონში მან კვლავ იზეიმა ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება.

საღამო, რომელიც ძირითადად დანი კარვახალს ეძღვნებოდა, ალაბასთვისაც განსაკუთრებული აღმოჩნდა — იმ ადგილის გამო, რომელიც მან მადრიდისტების გულებში დაიმსახურა.

„ძალიან მადლიერი ვარ. ბევრი წარმატება გვქონდა, მაგრამ ასევე რთული მომენტები, მაგალითად როცა ჯვარედინი მყესი გავიწყვიტე. მიუხედავად ამისა, ისინი ყოველთვის ჩემთან იყვნენ, ჩემს გულში. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო — გუნდს, შტაბს, მწვრთნელებს, პრეზიდენტს... და რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახს. ეს ძალიან განსაკუთრებული მოგზაურობა იყო.. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რას ვგრძნობ,“ — თქვა ალაბამ.

შეგახსენებთ, რომ დავიდ ალაბა მადრიდის რეალში 2021 წელს გადაბარგდა. 2021 წლიდან დღემდე, ყველა ტურნირზე ერთად 132 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები