დანი კარვახალი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

დიდი ეპოქა დასრულდა - კარვახალის ბოლო მატჩი რეალში

ლა ლიგის 2025/2026 წლების სეზონი დასრულდა. ასევე დასრულდა დანი კარვახალის მადრიდული კარიერა.

სამეფო კლუბმა ლა ლიგის ბოლო ტურში ბილბაოს უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. რა თქმა უნდა, კარვახალი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელმაც პირველ გოლში მონაწილეობა მიიღო. ესპანელმა მარჯვენა მცველმა საგოლე პასი გააკეთა.

სამეფო კლუბის მხრიდან გოლები გონსალო გარსიამ, ჯუდ ბელინგემმა, კილიან მბაპემ და ბრაჰიმ დიასმა გაიტანეს. ეს უკანასკნელი 25 გოლით ლა ლიგის ბომბარდირი გახდა.

რაც შეეხება კარვახალს, 34 წლის ესპანელი მადრიდული გრანდის აღზრდილი გახლავთ, პირველ გუნდში კი 2013 წლიდან თამაშობს.

2013 წლიდან დღემდე, კარვახალმა სამეფო კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 452-ჯერ მოირგო, 14 გოლი გაიტანა და 67 საგოლე გადაცემა შეასრულა.

დანიმ მადრიდის რეალთან ერთად 27 ტიტული მოიგო, მათ შორის 6-ჯერ ჩემპიონთა ლიგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები