მადრიდის რეალი
Aa
Aa

20-წლიანი პაუზის შემდეგ - რეალში საპრეზიდენტო არჩევნები იქნება

20-წლიანი პაუზის შემდეგ, მადრიდის რეალში საპრეზიდენტო არჩევნები ბრუნდება. ბოლოს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ არჩევნები 2006 წელს გაიმართა, როდესაც რამონ კალდერონმა ოთხ კონკურენტს — ხუან პალასიოსს, ხუან მიგელ ვილიარ მირს, ლორენცო სანსს და არტურო ბალდასანოს სძლია.

2009, 2013, 2017, 2021 და 2025 წლის იანვარში ფლორენტინო პერესი ავტომატურად იქნა არჩეული, რადგან სხვა კანდიდატი არ გამოჩენილა.

ახლა კი ენრიკე რიკელმემ ოფიციალურად დაადასტურა კანდიდატურა. მან საარჩევნო კომისიას თავისი განზრახვა კანონით მოთხოვნილი 48 საათით ადრე აცნობა. ამ პერიოდში მოლაპარაკებებს აწარმოებდა აუცილებელი ფინანსური გარანტიის მოსაპოვებლად, მას შემდეგ რაც, გავრცელებული ინფორმაციით, Banco Santander-მა და BBVA-მ მხარდაჭერა გაიწვია. რიკელმეს ბანაკის ინფორმაციით, ამაზე ფლორენტინო პერესის გარემოცვის მხრიდან ზეწოლა არსებობდა.

რიკელმეს საკუთარი აქტივების გამოყენება მოუწია 193.7 მილიონი ევროს გარანტიის უზრუნველსაყოფად — ეს კლუბის ბიუჯეტის 15%-ს შეადგენს. ის ასევე აკმაყოფილებს სხვა მოთხოვნებს, მათ შორის 20 წელზე მეტი ხნის წევრობას, რაც კლუბის წესდების გამკაცრების შემდეგ სავალდებულო გახდა. ეს ცვლილებები სასამართლომაც ძალაში დატოვა, მიუხედავად ბიზნესმენ ვისენტე ბოლუდას საჩივრისა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა მადრიდის რეალისთვის. 20 წლის შემდეგ ბოლოს და ბოლოს შევძლებთ ხმის მიცემას. ეს კანდიდატურა ვინმეს წინააღმდეგ არ არის — ეს კლუბისთვისაა." — თქვა რიკელმემ

„ჩვენ შევიმუშავეთ სერიოზული და საინტერესო პროექტი, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. წევრებს მოვუწოდებ, არ ეშინოდეთ და ჰქონდეთ გამბედაობა, მოგვისმინონ. ჩვენი პროექტი მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი. როგორც კი საარჩევნო კომისია ოფიციალურად დაგვამტკიცებს კანდიდატებად, 24/7 ხელმისაწვდომები ვიქნებით, რომ ყველა გეგმა ავხსნათ.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოვაციებით გააცილეს - რეალი ალაბამაც დატოვა
ოვაციებით გააცილეს - რეალი ალაბამაც დატოვა