მაურიდესის ბრწყინვალე მაკრატელა | დინამო ბათუმმა თურქეთის სუპერლიგის გუნდს მოუგო
თურქულ შეკრებაზე დინამო ბათუმმა პირველი ამხანაგური მატჩი გამართა, თურქეთის სუპერლიგაში აღზევებულ ამედსპორს 2:0 მოუგო, გოლები უერდი მარასა და მაურიდესის ანგარიშზეა.
პირველი გოლისას კონტრშეტევა თორნიკე კირკიტაძემ შესანიშნავი რეიდით განავითარა და ალბანელმა ახლო მანძილიდან გაიტანა. მეორე ტაიმში მაურიდესმა აკრობატულ ნახტომში შეაგდო, საგოლე პასი 11-მა ნომერმა პაულო ვიტორმა შეასრულა, რომელიც მაურიდესის მსგავსად გუნდის ახალწვეულია. მაურიდესის გოლის ეპიზოდში გურამ ჯაფარიძის ტექნიკური მოქმედებაც გამოსარჩევია, ბურთი მიიღო და კარგი პასი გააკეთა.
მიმდინარე შეკრების ფარგლებში გიორგი ჭიაბრიშვილის ფეხბურთელები კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ, 15 ივლისს რიზესპორთან და 16 ივლისს ისევ ამედსპორთან.
ფოტო/ვიდეო: დინამო ბათუმის პრესსამსახური