ბარსელონა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ჟირონა
Aa
Aa

ტერ შტეგენის პარადოქსი - ლა ლიგის ჩემპიონობა და გავარდნა ერთ სეზონში

ლა ლიგის 2025/2026 წლების სეზონი დასრულდა. ჩემპიონი კატალონიის ბარსელონა გახდა.

ჩემპიონთა ლიგის საგზური რეალმა, ატლეტიკომ, ვილიარეალმა და ბეტისმა მოიპოვეს, ხოლო ესპანეთის უმაღლეს დივიზიონს მალიორკა, ჟირონა და ოვიედო დაემშვიდობნენ.

საინტერესო ის გახლავთ, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ერთდროულად ქვეყენის ჩემპიონიც გახდა და ლა ლიგიდანაც გავარდა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ გერმანელმა მეკარემ ბარსელონას რიგებში ამ სეზონში 1 მატჩის ჩატარება მოასწრო, ისიც კოპა დელ რეიზე. იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კი ჟირონაში გადავიდა, სადაც მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ ტრავმა მიიღო და სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვა.

ტექნიკურად მარკი ჩემპიონიც გახდა და მისი მეორე გუნდი ლა ლიგიდან გავარდა. ასეთ ფაქტს თანამედროვე ფეხბურთში იშვიათად თუ შევხვდებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები