პირველი კონტაქტი შედგა -
Aa
Aa

პირველი კონტაქტი შედგა - "მილანი" პეცელას უმიზნებს

სააგენტო MilanNews-ის ინფორმაციით, „მილანის“ ინტერესთა სფეროში ფლორენციის „ფიორენტინას“ ცენტრალური მცველი, ხერმან პეცელა, მოექცა.

წყაროს თანახმად, მილანელები პეცელას წარმომადგენლებს ოთხშაბათს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ და მათთან ტრანსფერის შესაძლო დეტალები განიხილეს. როგორც ირკვევა, არგენტინელი უკანახაზელი „სან სიროზე“ გადასვლის წინააღმდეგი არაა, ჯერი კი კლუბებს შორის მოლაპარაკებაზეა.

„ფიორე“ მისი კაპიტნის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს და პეცელას იოლად ნამდვილად არ დათმობს. თანაც როკო კომისოს მიერ გუნდის შეძენის შემდეგ „ვიოლას“ ფინანსურად აღარ უჭირს და მნიშვნელოვანი ფეხბურთელებზე დაშენებით, კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება იგეგმება.

28 წლის პეცელა „იების“ რიგებში სევილიური „ბეტისიდან“ გადავიდა და უმალვე კლუბის ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა. მან ფლორენციელთა მაისურით ჩატარებულ 70 მატჩში 3 გოლი გაიტანა, დამაჯერებელი თამაშით კი არგენტინის ნაკრებში მიწვევა და კოპა ამერიკაზე თამაშიც დაიმსახურა.

კიდევ ერთი ცენტრალური მცველი, რომელიც „მილანს“ დაუკავშირეს, 20 წლის „ლაიფციგელი“ დაიო უპამეკანოა, თუმცა ამ თემაზე კონკრეტული ცნობები ამ დრომდე არ გავრცელებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები