Aa
Aa

"ბაიერნმა" სანესა და დემბელეს ალტერნატივა შეარჩია

არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის წასვლის შემდეგ მიუნხენის „ბაიერნს“ მაღალი დონის გარემარბის დამატება სურს. „რეკორდმაისტერის“ მესვეურები ლეროი სანესა და უსმან დემბელეს უმიზნებენ. თუმცა მშვენივრად მოეხსენებათ, რომ მათი ტრანსფერი სერიოზულ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული და ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავენ.

Bild-ის ინფორმაციით „ბაიერნის“ სათადარიგო გეგმა „პსვ-ს“ ამომავალ ვარსკლავს, სტივენ ბერგვინს უკავშირდება. „რეკორდმაისტერი“ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, თუმცა ეს 21 წლის ფეხბურთელს არანაირ პრობლემას არ უქმნის.

ESPN-თან საუბრისას ბერგვინის აგენტმა „ბაიერნის“ შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ „რეკორდმაისტერს“ შეუძლია იმდენი დრო გამოიყენოს, რამდენიც დასჭირდება.

გერმანული გამოცემის მიხედვით ბერგვინის მიმართ ინტერესს „ბაიერნის“ გარდა „ტოტენჰემი“, „ინტერი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ იჩენენ. ასე რომ თუ „რეკორდმაისტერმა“ არ იჩქარა, შესაძლოა კვლავ ხელცარიელი დარჩეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები