Aa
Aa

"ვესტ ჰემი" იგუაინის შეძენაზე დაფიქრდა

გონსალო იგუაინს, ლონდონური „ვესტ ჰემის“ სახით, კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა. „ჩაქუჩებს“ ცენტრფორვარდის შეძენა მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი და მაქსი გომესისა და სებასტიან ალერის ტრანსფერებზე მუშაობდნენ, თუმცა ორივე ფეხბურთელისგან უარი მიიღეს, იგუაინი კი მათი რიგით მე-3 არჩევანია.

ინგლისელებს გამოცდილი შემტევის იჯარით აყვანა და შემდეგ მისი გამოსყიდვა სურთ, რისთვისაც 40 მილიონ ევროს ჩამოდიან. „ვესტ ჰემი“ იმედს გამოთქვამს, რომ „პიპიტა“ „იუვენტუსში“ დარჩენას იუარებს და პრემიერ ლიგას დაუბრუნდება.

არგენტინელის ტურინული მომავალი ჯერაც ბურუსითაა მოცული, თუმცა აღსანიშნავია, რომ გუშინ „ბიანკონერის“ ბაზაზე მისულ იგუაინს გუნდის ტიფოზები პოზიტიურად შეხვდნენ და შეძახილებით კლუბში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.

31 წლის თავდამსხმელმა გასული სეზონი იჯარის წესით „მილანსა“ და „ჩელსიში“ გაატარა, „იუვენტუსთან“ კონტრაქტის ვადა კი 2021 წლის ზაფხულამდე უსრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები