Aa
Aa

დე როსი კარიერას დაასრულებს და "რომაში" დასაქმდება?

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, „რომას“ ლეგენდამ, დანიელე დე როსიმ, აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

35 წლის ვარსკვლავს ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია, თუმცა გამოცემა გვარწმუნებს, რომ დე როსი ბუცებს ლურსმანზე სამენეჯერო საქმიანობის გამო ჩამოკიდებს. სავარაუდოდ, დანიელე „რომაში“ დასაქმდება, სადაც მისი მამა - ალბერტოც მუშაობს. ალბერტო დე როსი „ჯალოროსის“ ერთ-ერთი ასაკობრივი გუნდის მწვრთნელია.

დანიელე დე როსის მთელი საფეხბურთო კარიერა „რომას“ რიგებში აქვს გატარებული. იგი „გლადიატორთა“ მთავარი გუნდის ღირსებას 18 სეზონის განმავლობაში იცავდა და კლუბის მაისურით 616 შეხვედრა ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ მაისის ბოლოს დე როსის ტრანსფერის შესახებ აქტიურად იწერებოდა, ფეხბურთელს „ბოკა ხუნიორსთან“, „ფიორენტინასთან“ და „მილანთან“ აკავშირებდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები