Aa
Aa

"ვილიარეალმა" ალბერტო მორენო დაიმატა

ესპანურმა „ვილიარეალმა“ „ლივერპულისგან“ ალბერტო მორენის შეძენის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

27 წლის განაპირა მცველი „ყვითელ წყალქვეშა ნავს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მასთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მორენომ „ლივერპულში“ 5 სეზონი გაატარა და გუნდის ფორმით მოედანზე 141-ჯერ გავიდა. ბოლო დროს, იურგენ კლოპის ფორმაციაში მისი ადგილი არ მოიძებნა და გასულ სეზონში ენდრიუ რობერტსონის დუბლიორი გახლდათ.

ალბერტო მორენო „სევილიას“ სკოლის აღზრდილია და მისი ძირითადი გუნდის მაისურით 2013-2014 წლებში ითამაშა.

აქვე დავამატოთ, რომ „ვილიარეალმა“ რამდენიმე დღის წინ „ნაპოლის“ რაულ ალბიოლის ტრანსფერში 4 მილიონი ევრო გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები